პოლიტიკა და პროცედურების

შემუშავება

ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ყველაზე კრიტიკულ აქტივს წარმოადგენს ინფორმაცია. როდესაც მნიშვნელოვან საფრთხეთაგან ერთ-ერთი სწორედ ამ აქტივს ემუქრება, უპრიანია ფიქრი ამ აქტივის დაცვასა და მის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ორგანიზაციისათვის.

ჩვენი სერვისები განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე უკვე გარკვეული წარმოსახვა აქვთ, ვინც გრძნობს ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ინფორმაციის ფასეულობას, ვისაც სურს რომ იყოს პროაქტიული და მომზადებული შეხვდეს ზემოთ ხსენებულ გამოწვევებს.

 

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ როგორც სრული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურირებაში და ფორმალიზებაში, ისე ცალკეული პოლიტიკების და პროცედურების შემუშავებაში და მათ რეალურად ამუშავებაში. ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების აგების ჩვენეული ხედვა იძლევა საშუალებას, შევიმუშავოთ ფინანსურად ეფექტური და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.

 

პროცესების ფორმალიზება

 

ბევრ კომპანიაში უკვე არსებობს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ან მასთან გათანაბრებული როლი და ფორმალიზებულია (დოკუმენტირებული) გარკვეული პროცესებიც. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის ნულიდან აგების საჭიროება არ არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია ცალკეული ფრაგმენტების გაუმჯობესება. მსგავს პროექტებში იუ-ჯი-თის ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ მიერ ხდება არსებული მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავალა, კონკრეტული ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვა და განხორციელება, ჩვენი კონსულტანტების და ექსპერტების გამოცდილების გაზიარება ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, არსებული დოკუმენტაციის გადაფასება, განახლება, პროცესების ფორმალიზება და ა.შ.