აუთსორსინგი და მხარდაჭერის

სერვისები

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, მიუხედავად კომპანიის მასშტაბისა, ყოველთვის დგება დრო, როდესაც უნდა გადაწყდეს, მართვა განხორციელდეს შიდა რესურსებით თუ აუცილებელია დამხმარე ორგანიზაციის მოძიება. აუთსორსირების მიმართულებით იუჯითი გთავაზობთ:

  • უსაფრთხოების ოფიცრის როლის აუთსორსირება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის მომსახურება საჭიროებისამებრ, შეთანხმებული გრაფიკით;

  • უსაფრთხოების სისტემების ადმინისტრირების აუთსორსირება: მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ, უსაფრთხოების სისტემების მოშორებული ადმინისტრირება და რეკონფიგურაცია;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტების მართვის აუთსორსირება: უსაფრთხოების პროექტების დაგეგმარება და მართვა;

 

მხარდაჭერა

 

თანამდეროვე ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის ჰომოგენური და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მომწოდებლის ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სისტემები და მითუმეტეს პროგრამული უზრუნველყოფა. ყოველივე ეს ჯამში არის რომელიმე IT სერვისის შემადგენელი ნაწილი, რაც გარკვეულ ფასეულობას ქმნის ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე კომპანიაში ყალიბდება კომპლექსური და ჰეტეროგენული IT გარემო, რომლის გამართულობა და მდგრადობა არის კრიტიკული. ორგანიზაციის შიგნით ყველა ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ყოლა ძალიან ძვირია. კიდევ უფრო ძვირია თითოეულ მომწოდებელთან აპარატურის და სისტემების მხარდაჭერის კონტრაქტების ქონა. იუ-ჯი-თი კლიენტებს სთავაზობს ოპტიმალურ გამოსავალს მხარდაჭერის კონტრაქტების სახით. როგორც ყველაზე მსხვილ ინტეგრატორს რეგიონში იუ-ჯი-თის ყავს მაღალი კვალიფიკაციის და სიღრმისეული ცოდნის მქონე ექსპერტები, კლიენტისთვის საინტერესო უმეტესი მიმართულებით. კომპანიას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს მთლიანად IT გარემოს მხარდაჭერა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა მათთვის მისაღები პირობებით.

 

მსგავსი ხელშეკრულება დამკვეთს აძლევს საშუალებას დროულად ჩართოს მაღალი სპეციალიზაციის მქონე ინჟინრები შეფერხებების სწრაფად აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, შესაძლებელია ამავე კონტრაქტის ფარგლებში დაიგეგმოს პრევენციული სამუშაოები, რაც დამკვეთს საშუალებას მისცემს აამაღლოს IT სერვისების მდგრადობა და ხელმისაწვდომობა.

 

აუთსორსირება:

 

განვთარების გარკვეულ ეტაპზე მრავალი ორგანიზაცია ფიქრობს ზოგიერთი ფუნქციის აუთსორსირების ალეტერნატივებზე. ეს გამოწვეულია ფინანსური ან წარმადობის ეფექტურობის ამაღლების ინტერესით. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა მსგავსი ამოცანის შესასრულებლად და ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიც შეიძლება იყოს: შემსურლებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება, გარემოს ცოდნა, ლოკალური გამოცდილება, კომუნიკაციის ენა და კულტურა და ა.შ. ყველა ამ კომპონენტში იუ-ჯი-თი არის უპირობო ლიდერი ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის. განვითარებულ ქვეყნებში, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის როლების და სხვადასხვა ფუნქციის აუთსორსირების პრაქტიკა უკვე მრავალ წელს ითვლის.