კომპანიის შესახებ

20 წლიანი გამოცდილებით და 200-მდე თანამშრომლით, იუ-ჯი-თი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი გადაწყვეტილებები და სერვისები, რომელიც ორიენტირებულია როგორც სახელმწიფო, ისე კომერციულ ორგანიზაციებზე საშუალებას აძლევს დამკვეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა.

ჩვენ ვსპეციალიზირდებით მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის სისტემებზე, საკომუნიკაციო ქსელის ინფრასტრუქტურების აგებაზე, მონაცემთა ცენტრების მოწყობასა და ექსპლოატაციაზე, ლიცენზირებული პროგრამული სისტემების მიწოდებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

 

კომპანიაში დასაქმებულნი არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები და გამოცდილი მენეჯერები. იუ-ჯი-თის პარტნიორია IT სფეროს თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებელი. ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ამ ამოცანის წარმატებით განხორციელების დასტურია, თუნდაც, ის ფაქტი, რომ იუ-ჯი-თი უკვე 4-ჯერ იყო აღიარებული საქართველოს საუკეთესო სისტემურ ინტეგრატორად.

 

ინფორმაციული უსაფრთხოების ბიზნესს იუ-ჯი-თი მიზანმიმართულად ავითარებს 2013 წლიდან. ამ პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. შევკრიბეთ საუკეთესო სპეციალისტების გუნდი. გარდა ამისა, ჩვენთან საპარტნიორო კონტრაქტები გააფორმეს მსოფლიოს ლიდერმა მწარმოებლებმა. ამ მიღწევებით მოვახერხეთ დამკვეთ ორგანიზაციებში ეფექტური და კომპლექსური უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

 

იუ-ჯი-თის აქვს ამბიცია იყოს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების #1 სისტემური ინტეგრატორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გააფართოვოს საკუთარი ბიზნესის გავრცელების არეალი რეგიონალური მასშტაბით. ამ მიზნის წარმატებით მიღწევაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩვენი ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავება-დანერგვის გამოცდილება.