Checkpoint-ის პროგნოზი 2017 წლისთვის

2016 წელს, Identity Theft Resource Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სენსიტიური მონაცემების გაჟონვის 783 ოფიციალურად გაცხადებული ფაქტი დაფიქსირდა. Checkpoint-ი წინა წლის მონაცემებზე დაყრდონით, 2017 წელს მოსალოდნელ საფრთხეებს და ტენდენციებს აანონსებს:

 

რადგან მობილური მოწყობილობებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს საგრძნობლად მოიმატებს კორპორატიულ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის ფაქტები, მობილური... მოწყობილობების მეშვეობით.

 

2017 წელს, ასევე, მოსალოდნელია კიბერ-შეტევები ამა თუ იმ ინდუსტრიის ე.წ. Internet of Things მოწყობილობებზე. ინფორმაციული და ოპერაციული ტექნოლოგიების მრავალმხრივი განვითარება გარემოს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის, განსაკუთრებით ოპერაციული ტექნოლოგიების და SCADA-ს შემთხვევაში.

 

არანაკლებ მოწყვლადია კრიტიკული ინფრასტრუქტურა კიბერ-თავდასხმების შემთხვევაში. კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ბირთვული ელექტროსადგურების და სატელეკომუნიკაციო ანძების უსაფრთხოების სპეციალისტებმა დაგეგმარებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კიბერტერორიზმის და ორგანიზებული კიბერდანაშაულებების მოსალოდნელი შემთხვევები.