იუ-ჯი-თი Information Protection-ის კომპეტენციაში Symantec-ის ვერცხლის პარტნიორი გახდა

UGT-სა და Symantec-ს შორის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა. იუ-ჯი-თიმ მიიღო ვერცხლის პარტნიორის სტატუსი Information Protection-ის კომპეტენციში. UGT IT Security-ს გუნდი მანამდეც გახლდათ Silver Partner სტატუსის მფლობელი Core Security-ის მიმართულებით.

 

ახალი საპარტნიორო სტატუსი ჩვენი გამოცდილების კიდევ ერთი აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ იუ-ჯი-თის პროფესიონალთა გუნდი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია, დაგიგეგმონ თქვენს ინტერესებზე მორგებული ტექნიკური სამუშაოები და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თქვენს კომპანიაში არსებულ მონაცემთა დაცვას სამუშაო სადგურებსა და სერვერებზე, ქსელში თუ ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებისას.