UGT-იმ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მორიგი სპეციალიზაცია მიიღო

ამჯერად, #McAfee-მ UGT-ის მონაცემთა გაჟონვის პრევენციის (#DLP) და უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის (#SIEM)-ის მიმართულებით Service Delivery სპეციალიზაცია მიანიჭა.

 

ახალი სტატუსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ UGT-ის IT უსაფრთხოების სერტიფიცირებული პროფესიონალები ფლობენ იმ უნარჩვევებს, რაც აუცილებელი პირობაა Intel Security-ის გადაწყვეტილებების დანერგვისა და კონფიგურირებისთვის, კლიენტების ბიზნეს საჭიროებების მოსაგვარებლად და თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად