ქსელის უსაფრთხოება

ქსელისა და ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად მრავალი კიბერსაფრთხე ვრცელდება, როგორიც არის: კომპიუტერული ვირუსები, worms და Trojan Horses, შპიონური პროგრამები, ჰაკერული შეტევები, პირადი მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის გაჟონვა და ქურდობა, ორგანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობაზე შეტევები და ე.წ. ნულოვანი დღის და ნულოვანი საათის თავდასხმები.

ქსელის უსაფრთხოების მიზანი ორგანიზაციის ქსელის უსაფრთხო გამოყენების საიმედოობის დაცვაა, რაც თავის თავში გულისხმობს ქსელში მავნე პროგრამების შეღწევადობის აღკვეთას, ან წარმატებული კიბერშეტევის შემთხვევაში მათი გავრცელების არეალის შეზღუდვას.

 

ქსელის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტებია:

 

  • მომავალი თაობის ფაირვოლი (NGFW), ქსელში არასანქცირებული წვდომის აღსაკვეთად; 

  • DDoS მოწყობილობები და ღრუბლოვანი სერვისები, თქვენი ბიზნესის უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; 

  • ქსელის თავდასხმის ახალი თაობის პრევენციის სისტემები (IPS), ქსელის ჰაკერული შეღწევებისა და ნულოვანი-დღის და ნულოვანი-საათის თავდასხმებისგან დასაცავად; 

  • ქსელის ვირუსების, ბოტების, შპიონური პროგრამების და თანამედროვე საფრთხეების (ATP) საწინააღმდეგო სისტემები, თქვენი ქსელის შემომავალი ვირუსებისაგან და მავნე პროგრამებისგან დასაცავად; 

  • URL ფილტრების და ქსელის აპლიკაციების კონტროლის შემცველი ვებ-შლუზები, ინტერნეტ სივრცეში მომუშავე მომხმარებლების ინტერნეტ

    საფრთხეებისგან დასაცავად, ამავდროულად, ორგანიზაციულ პოლიტიკებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; 

  • ელ-ფოსტის უსაფრთხოების შლუზები, მომხმარებელთა ე.წ. სპამისგან და საფრთხის შემცველი ელ-შეტყობინებებისგან, მათ შორის, ე.წ. ფიშინგის,

  • ინფიცირებული ბმულების და დანართებში ჩანერგილი მავნე პროგრამებისგან დასაცავად; 

  • ვირტუალური კერძო ქსელები (როგორიცაა VPN), უსაფრთხო დისტანციური წვდომის უზრუნველსაყოფად; 

 

UGT IT Security გთავაზობთ ქსელის უსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს წამყვანი მწარმოებლების ქსელის უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით. ქსელის უსაფრთხოება, ორგანიზაციის დაცვის სისტემაში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი მეშვეობით თქვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს შეუფერხებელ საქმიანობას, მომხმარებლების მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის გაჟონვისა და ქურდობისგან დაცვას, ორგანიზაციის შესაბამისობას არსებულ რეგულაციებთან და რეპუტაციული რისკების საგრძნობლად შემცირებას.

 

ქსელის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან: Check Point, Cisco, Intel Security (McAfee) Symantec, თუმცა, რიგ შემთხვევებში, პროექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაწყვეტილების აგება სხვა მწარმოებლების სისტემების გამოყენებითაც.