აპლიკაციების

უსაფრთხოება

დღესდღეობით წარმოუდგენელია ორგანიზაცია, რომელიც არ იყენებს რაიმე სახის ბიზნეს და საოფისე აპლიკაციას. თანდათან იზრდება ისეთი ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ელექტრონული ვაჭრობის სივრცეში, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების მეშვეობით აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას.

შესაბამისად, ორგანიზაციის წინაშე დგება აპლიკაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მიწოდების ამოცანა, ისევე როგორც ამ აპლიკაციების მიერ დამუშავებული და გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლების მონაცემების დაცვა და კიბერთაღლითობის და არაავტორიზებული ქმედებების აღკვეთა.

 

ამოცანას ართულებს ის ფაქტი, რომ მესამე მხარის მიერ მიწოდებული თუ ორგანიზაციის შიგნით შექმნილი აპლიკაცია მისი გაუმჯობესების და ფუნქციონალის განვითარების პარალელურად უფრო მოწყვლადი ხდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი დროში ხშირად ვერ ეწევა განვითარების ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიც არის Agile, ან DevOps და საჭიროებს უსაფრთხოების გარე გადაწყვეტილებების შეშველებას. დღევანდელი კიბერშეტევების დიდი წილი მიმართულია ზემოთ აღნიშნული სისუსტეების აღმოჩენასა და მათ ბოროტად გამოყენებაზე. აპლიკაციების უსაფრთხოების ინტეგრირებული, კომპლექსური მიდგომა გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზაციის დაცვის სისტემაში.

 

UGT IT Security გთავაზობთ აპლიკაციებისა და ბაზების უსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ისეთი წამყვანი მწარმოებლების უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით როგორიც არის: F5, Imperva, Citrix, Oracle, Intel Security (McAfee), Imperva და სხვა.

 

აპლიკაციის მიწოდების კონტროლერი (ADC)

 

მონაცემთა ცენტრში თუ ღრუბლოვან გარემოში განთავსებული აპლიკაციის მიწოდების კონტროლერის ძირითადი დანიშნულება აპლიკაციების მიწოდების ოპტიმიზაცია და შეუფერხებლობის უზრუნველყოფაა.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული კონტროლერები ხელს უწყობენ ორგანიზაციებს გააუმჯობესონ თავიანთი აპლიკაციების მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის:

 

  • ხელმისაწვდომობა
  • მასშტაბურობა
  • საბოლოო მომხმარებლის მუშაობის ეფექტურობა
  • მონაცემთა ცენტრის რესურსების უტილიზაციის ოპტიმიზაცია
  • უსაფრთხოება

 

ვებ აპლიკაციის ფაერვოლი (WAF)

 

ვებ აპლიკაციის ფაერვოლი იცავს ორგანიზაციის ვებ სერვერებს და აპლიკაციებს მავნე ტრაფიკისა და ქმედებებისგან, ასევე, ბლოკავს სისტემაში უკანონო შეღწევის და აქტივობების მცდელობებს. წარმატებული შეტევების შემთხვევაში თქვენი ორგანიზაცია, შესაძლოა, გახდეს ვებგვერდის სახეცვლილების ე.წ. defacing-ის მსხვერპლი - გაავრცელოს ვირუსები საიტის მომხმარებლებისთვის, თაღლითობის შედეგად მიიღოს მნიშნელოვანი ფინანსური ზარალი, გამოამჟღავნოს პერსონალური მონაცემები და სხვა.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული WAF გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზაციას აღკვეთოს არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული, არამედ მიზნობრივი შეტევები, რომლებიც მოიცავენ cross-site სკრიპტებს, SQL ინექციას და უფრო კომპლექსურ შეტევის მეთოდებს. WAF, ასევე, იცავს აპლიკაციებს 7-ე დონის DoS და DDoS შეტევებისგან, ზიანის მომტანი ბოტ-ტრაფიკისა და აპლიკაციების სისუსტეებისაგან.

 

აპლიკაციის უსაფრთხოების სკანირება

 

აპლიკაციების უსაფრთხოების სკანირება განკუთვნილია თქვენი ორგანიზაციის აპლიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, აპლიკაციების განვითარების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული აპლიკაციების უსაფრთხოების სკანირების გადაწყვეტილებები, სტატიკურად და დინამიურად ტესტირების (ავტომატურად და მოთხოვნით) მეშვეობით, დაფარავს თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების საჭიროებებს, მათ შორის მობილური და ვებ აპლიკაციების უსაფრთხოებასაც. ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებები მოიცავს კოდის ავტომატურ ანალიზატორს, რომელიც ახდენს საწყის კოდში უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიკაციას, სკანირების შედეგების პრიორიტიზაციას და საუკეთესო პრაქტიკებთან შედარებას. ეს პროცესები დაეხმარება თქვენს დეველოპერებს ადვილად გამოასწორონ აპლიკაციის კოდში აღმოჩენილი მოწყვლადობები.

 

მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება და აუდიტი

 

დაიცავით ბიზნეს-კრიტიკული მონაცემთა ბაზები რეალურ დროში გარე, შიდა და ბაზათაშორისი საფრთხეებისაგან ბაზების უსაფრთხოების გადაწყვეტილებებით.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული ბაზების უსაფრთხოების გადაწყვეტილებით ღებულობთ თქვენი მონაცემთა ბაზების სრულყოფილ სურათს, უსაფრთხოების სათანადო დონეს, ორგანიზაციის უსაფრთხოების პოლიტიკებთან და რეგულაციებთან (PCI DSS, კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და სხვა) შესაბამისობას.

 

ბაზის უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გამოყენებით თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:

 

  • მონაცემთა ბაზის აქტიურობის, მათ შორის პრივილეგირებული მომხმარებლების (ბაზის ადმინისტრატორები და სხვა) წვდომის და დახვეწილი შეტევების რეალურ დროში ხედვის და კონტროლის შესაძლებლობას;
  • მონაცემთა ბაზების მოწყვლადობაზე სკანირებას და კონფიგურაციის შემოწმებას;
  • ორგანიზაციის ყველა მონაცემთა ბაზის სრულად ავტომატიზირებულ ძიებას ბაზების გასაანალიზებლად, რომლებიც მოიცავენ ისეთ სენსიტიურ
  • მონაცემებს, როგორიც არის გადახდის ბარათების ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და ა.შ;
  • ბაზებში არსებული სენსიტიური ინფორმაციის მასკირებას;
  • შეღწევების მცდელობების რეალურ დროში დეტექციისა და აღკვეთის საშუალებას;
  • უსაფრთხოების ძალისხმევის პრიორიტიზაციის შესაძლებლობას, რაც დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს;