უსაფრთხოების

მართვა და ანალიზი

უსაფრთხოების ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოების მონიტორინგის შედეგად გენერირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი (რეალურ დროში და ისტორიულ რეჟიმში), რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინციდენტებზე დროულ და სათანადო რეაგირებას.

უსაფრთხოების ინფორმაციისა და ხდომილებების მართვა (SIEM)

 

მაღალწარმადული და მძლავრი SIEM გადაწყვეტილება ერთდროულად წარმოაჩენს ხდომილებას, საფრთხეს და რისკს, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების ქმედებების პრიორიტიზაციას, ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას, სხვადასხვა წყაროდან წარმოქმნილი ლოგების შენახვასა და ეფექტურ მართვას, ასევე, იძლევა შესაბამისობის ანგარიშს, რაც აუცილებელია უსაფრთხოების და რისკების ადაპტირებული მართვისათვის.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული SIEM გადაწყვეტილებები მოგცემთ საშუალებას შეაგროვოთ ლოგების ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, მათი შემდგომი შენახვის, კორელაციისა და ანალიზის მიზნით, პოტენციური საფრთხეების და ინციდენტების აღმოსაჩენად მათზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის.

 

ჩვენი პარტნიორების - HPE Security-ის (Arcsight) და Intel Security-ის (McAfee) მიერ შემოთავაზებული ფუნქციონალი, ასევე, მოიცავს:

 

  • მავნე აქტივობების დაბლოკვას სკრიპტის გაშვებით, რომელიც მოახდენს ფაერვოლისა და სხვა უსაფრთხოების მოწყობილობებზე შესაბამის რეაგირებას;
  • zero-day საფრთხეების და კომპლექსური შეტევების წამიერად გამოაშკარავებას აქტიური ანალიზით და შესაბამისი ღრუბლოვანი სერვისების მხარდაჭერით;
  • ავტომატიზირებული და გამარტივებული შესაბამისობის ანგარიშგება;

 

მმართველობის, რისკებისა და შესაბამისობების მართვის სისტემები (GRC)

 

ეფექტური მმართველობის, რისკების მართვისა და სტანდარტებთან შესაბამისობის გადაწყვეტილება დაგეხმარებათ უსაფრთხოების, IT რისკების, ოპერაციების, მონაცემების მართვის და აუდიტის პროცესის გამარტივებაში, ასევე, ავტომატიზაციასა და დანახარჯების შემცირებაში.

 

Agilliance და RSA (Archer)-თან პარტნიორობით UGT IT Security გთავაზობთ GRC-ის გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზაციას რისკების მთლიანი სურათის ჩამოყალიბებასა და კონტროლში, ისევე როგორც უსაფრთხოების და IT გარემოს ეფექტურ მონიტორინგსა და მართვაში. მოწყვლადი აქტივების და პროცესების და მათზე სათანადო რეაგირების მეთოდების პრიორიტიზაციის ხელშეწყობის გარდა, GRC დაგეხმარებათ მიაღწიოთ ისეთი სტანდარტებთან თანხვედრას როგორიც არის: ISO, HIPAA, PCI DSS და სხვა.

 

მოწყვლადობების მართვა

 

მოწყვლადობების მართვის (VM) გადაწყვეტილებები გამოიყენება ათასობით ორგანიზაციის მიერ, კრიტიკული მოწყვლადობების იდენტიფიკაციისა და მათი მთლიანი სასიცოცხლო ფაზის მართვისათვის. მოწყვლადობების მართვა მოიცავს სისუსტეების ძიებას, აღმოჩენას, გადამოწმებას, რისკის კლასიფიკაციას, ზემოქმედების ანალიზს, ანგარიშგებას და ბოლოს, მათზე სათანადო რეაგირებას.

 

UGT IT Security-ი მიერ შემოთავაზებული მოწყვლადობის მართვის გადაწყვეტილებები მოგცემთ შესაძლებლობას:

 

  • იცოდეთ თქვენი ორგანიზაციის ქსელისა და ინფრასტრუქტურის მოწყვლადობები, რომლებიც გავლენას ახდენენ ღირებულ აქტივებზე;
  • მოახდინოთ მოწყვლადობების ეფექტურად პრიორიტიზაცია და მართვა;
  • შეამციროთ ძალისხმევა, რომელიც საჭიროა შესაბამისობის სტანდარტებთან თანხვედრისათვის;
  • მარტივად მიიღოთ მოწყვლადობის აღმოფხვრის შესახებ ანგარიშგება;

 

ციფრული ექსპერტიზა

 

სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სამსახურები საჭიროებენ მოქნილ, მძლავრ ხელსაწყოებს, რათა გამოიკვლიონ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილებული პირების კომპიუტერები და სხვა ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ციფრული ნივთმტკიცებების შეგროვება და ანალიზი ხორციელდება არა მარტო ცენტრალურ ლაბორატორიებში, არამედ პორტატული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოწყობილობების გამოყენებით.

 

UGT IT Security გთავაზობთ ციფრული ექსპერტიზის უახლეს გადაწყვეტილებებს და აპარატურას, როგორც საველე თანამშრომლებისათვის, ისე ლაბორატორიაში მომუშავე ექსპერტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მოწყობილობის ან კომპიუტერის და მასზე არსებული, ხშირად რთულად მოსაპოვებელი, ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ანალიზი.

 

UGT IT Security გთავაზობთ უსაფრთხოების ანალიტიკისა და მართვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს წამყვანი მწარმოებლების უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით. უსაფრთხოების ანალიტიკა და მონიტორინგი, ორგანიზაციის დაცვის სისტემაში, საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. მისი მეშვეობით თქვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო მონიტორინგს, მომხმარებლების მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის გაჟონვისა და ქურდობისგან დაცვას, ორგანიზაციის შესაბამისობას არსებულ რეგულაციებთან, რეპუტაციული რისკების საგრძნობლად შემცირებას და ინციდენტებზე დროულ და სათანადო რეაგირებას.

 

მოწყვლადობების მართვის მიმართულებით ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან Rapid7, და Tenable, ხოლო ექსპერტიზის დარგში - Guidance, Cellebrite და AccessData. თუმცა, ორივე მიმართულებით, პროექტის სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაწყვეტილების აგება სხვა მწარმოებლების სისტემების გამოყენებითაც.