სამუშაო

ადგილების დაცვა

თანამედროვე და დახვეწილი კიბერ შეტევის მეთოდებისგან თავდასაცავად, მხოლოდ, ტრადიციული ანტივირუსული დაცვის მოდელი არ არის საკმარისი. ორგანიზაციის სამუშაო სადგურების უსაფრთხოების გადაწყვეტილება წარმოადგენს ცენტრალიზებულად მართვად სისტემას, რომელიც Windows, Mac და Linux სისტემებს კიბერსაფრთხეებისგან იცავს.

ორგანიზაციის სამუშაო სადგურების დაცვის გადაწყვეტილება ანტივირუსის, ანტისპამის, ვებ უსაფრთხოების, ფაერვოლის და შეტევების აღმკვეთი სისტემის (HIPS) გარდა მოიცავს ანომალიების ანალიზის ფუნქციონალს, დინამიურ თეთრ სიებს, გარე მატარებლების და შეერთების კონტროლს, სისტემის ცვლილებებისა და მთლიანობის კონტროლს. ცენტრალურად მართული მთლიანი ეს სისტემა უზრუნველყოფს ახალი და უცნობი საფრთხეების პროაქტიულ ბლოკირებას, თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდას და სამუშაო ადგილების უსაფრთხოების ადმინისტრირების სიმარტივეს.

 

მობილური უსაფრთხოება

 

მობილური ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების სფეროში დღევანდელ დღეს არსებული გამოწვევები სიღრმისეულად განსხვავდება მოძველებულ კომპიუტერულ ეპოქაში არსებული საფრთხეებისგან. დღეს, ორგანიზაციის მონაცემები განთავსებულია როგორც კორპორატიულ, ისე სამომხმარებლო ლოკალურ, მობილურ თუ ღრუბლოვან სისტემებში, ან საცავებში. მობილური უსაფრთხოების მიზანია, დაიცვას ორგანიზაციის მონაცემები მათი განთავსების ნებისმიერ ადგილზე. მობილურ სამყაროში, უსაფრთხოების სწორი მოდელის თანახმად, თითოეულ თანამშრომელს საკუთარი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისეთი ასპექტების გათვალისწინებით როგორიც არის: იდენტიფიკაცია და წვდომის კონტროლი, ინფორმაციის კონფიდენციალობა და სხვა.

 

UGT IT Security გთავაზობთ მობილური უსაფრთხოების პლატფორმას, შერეული სარგებლობის (კორპორატიული და პირადი) მოწყობილობების სამყაროში არსებული თანამედროვე მობილური სისტემების, მათზე წვდომის და არსებული კონტენტის დასაცავად და სამართავად. ჩვენს მიერ შემოთავაზებული EMM გადაწყვეტილებები ხელს შეგიწყობთ დაიცვათ ორგანიზაციის კორპორატიული ინფორმაცია და განავითაროთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის მობილურობა.

 

ვირტუალური გარემოს დაცვა

 

ვირტუალური გარემოს დაცვის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ ვირტუალურ გარემოზე მორგებულ დაცვას, ვირტუალური სერვერების და სამუშაო ადგილების მეხსიერებასა და გამოთვლაზე მინიმალური ზემოქმედებით.

 

UGT IT Security გთავაზობთ ვირტუალური გარემოს უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, რომელიც უზრუნველყოფენ:

 

  • ვირტუალიზებული გარემოს ქსელის სრულ ხილვადობას, რეალურ დროში საფრთხეებისაგან დაცვით
  • ვირტუალური სერვერების და სამუშაო ადგილების დაცვას, მათ შორის არასასურველი და არაავტორიზებული ცვლილებების აღკვეთას whitelisting ტექნოლოგიის გამოყენებით

ვირტუალური გარემოს უსაფრთხოების გადაწყვეტილებით ინარჩუნებთ ვირტუალიზაციის უპირატესობებს, ამავდროულად უზრუნველყოფთ ვირტუალური გარემოს უსაფრთხოებას და შესაბამისობის რეგულაციებთან თანხვედრას.


UGT IT Security გთავაზობთ სამუშაო ადგილების უსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელიც წამყვანი მწარმოებლების უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიქმნა. თქვენ მიიღებთ საფრთხეებისგან დაცვის წამყვან მრავალდონიან გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს ანტივირუსს, ransomware დაცვას, მეხსიერების ინსპექტირებას, შიფრაციას, მოწყობილობათა კონტროლს, ბრძანებათა კონტროლის ბლოკირების საშუალებებს, ბრაუზერის ექსპლოიტებისაგან დაცვას, აპლიკაციების whitelisting-ს, ქცევის მონიტორინგს, ვებ საფრთხეებისაგან ადგილობრივ დაცვას და ა.შ. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზაციის შეუფერხებელ საქმიანობას, მომხმარებლების მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის კიბერსაფრთხეებისგან დაცვას, ორგანიზაციის შესაბამისობას არსებულ რეგულაციებთან და რეპუტაციული რისკების საგრძნობლად შემცირებას.

 

სამუშაო ადგილების უსაფრთხოების, მობილური უსაფრთხოების და ვირტუალური გარემოს უსაფრთხოების მიმართულებით ძირითადად ვპარტნიორობთ ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიც არის: Intel Security (McAfee), Symantec, Check Point, MobleIron და Cisco. თქვენი კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვა მწარმოებლების გადაწყვეტილებებიც.