იდენტიფიკაციისა და

წვდომის მართვა

იდენტიფიკაციისა და დაშვების მართვა (IAM) წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ინდივიდების, მოწყობილობებისა და აპლიკაციების იდენტიფიკაციას განსაზღვრულ რესურსზე დადგენილ დროს, წინასწარ დადგენილი მიზეზებით წვდომის მინიჭებას და მინიჭებული წვდომის მონიტორინგს და კონტროლს. IAM პასუხობს კრიტიკულად საჭირო აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს განსაზღვრული წვდომები რესურსებზე არაერთგვაროვან ტექნოლოგიურ გარემოში და ასევე იყოს შესაბამისობაში სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებთან.

უსაფრთხოების კომპანიებმა, რომლებმაც დანერგეს IAM გადაწყვეტილებები, შეძლეს იდენტიფიკაციისა და წვდომის მართვის კონტროლის გაუმჯობესება, ინციდენტებისა და ხარჯების შემცირება და უფრო მეტიც, გახდნენ მეტად მოქნილნი ახალი ბიზნეს ინიციატივების განსახორციელებლად.

 

მრავალფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (MFA)

 

მრავალფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (MFA) ითავსებს ორ ან მეტ დამოუკიდებელ ავტორიზაციის მონაცემს (credential): ის რაც მომხმარებელმა იცის (პაროლი), რაც მომხმარებელს ხელთ აქვს (უსაფრთხოების ტოკენი ან ბარათი) და რასაც თვითონ მომხმარებელი წარმოადგენს (ბიომეტრიული მახასიათებელი) , ამ ფაქტორების ორის ან მეტის კომბინირებით არაავტორიზირებული პერსონისთვის უფრო რთული ხდება წვდომის მიღება.

 

ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI)

 

ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI) ამყარებს და ხელს უწყობს ქსელური გარემოს სანდოობას ციფრული გასაღებების და სერთიფიკატების მართვის სერვისებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა პროგრამებს შორის შიფრაციის და ციფრულ ხელმოწერის შესაძლებლობებს - გამჭვირვალედ და მარტივად.

 

PKI ციფრულ სერტიფიკატზე დაფუძნებული იდენტობების მთლიანი სასიცოცხლო ფაზის მართვის მეშვეობით უზრუნველყოფს შიფრაციას, ციფრულ ხელმოწერას და სერტიფიკატზე დაფუძნებულ აუტენტიფიკაციას, რომელიც ფართო სპექტრის პროგრამებსა და პლატფორმებს შორის გამოიყენება.

 

პრივილეგირებული წვდომების მართვა (PAM)

 

კრიტიკული ან სენსიტიური მონაცემები და აქტივები ყოველგვარი რთული ჰაკერული თავდასხმის გარეშეც შეიძლება გახდეს კომპრომატირებული. უფრო მეტიც, ხშირად რისკი თანამშრომელთა, კონტრაქტორთა და პარტნიორთა ხელშიც გადის, რომლებსაც გააჩნიათ წვდომა თქვენი ორგანიზაციის აქტივებზე.

 

პრივილეგირებული წვდომების მართვა და კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის აიტი გარემოს გარე თუ შიდა საფრთხეებისგან დასაცავად, სერვისებისა და სისტემების შეფერხებებისა და დაზიანების გამომწვევი არაავტორიზებული პრივილეგირებული ქმედებების აღმოსაჩენად და აღსაკვეთად, მონაცემთა გაჟონვის თუ სხვა არაავტორიზებული ქმედებების აღსაკვეთად და სტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

UGT IT Security გთავაზობთ პრივილეგირებული წვდომების მართვისა და მონიტორინგის თანამედროვე გადაწყვეტილებებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პრივილეგირებული მომხმარებლისა და მათი წვდომის ხილვადობას და კონტროლს, რაც შესაბამისად გააუმჯობესეს სისტემების უსაფრთხოებას და პრივილეგირებულ წვდომასთან დაკავშირებულ რისკებს.

 

უსაფრთხოების ფიზიკური მოდულები (HSM)

 

უსაფრთხოების ფიზიკური მოდული (HSM) წარმოადგენს სპეციალიზირებულ კრიპტოპროცესორს, რომელიც კრიპტოგრაფიული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მნიშნელოვანი ნაწილია.

 

UGT IT Security-ის მიერ შემოთავაზებული HSM-ების დახმარებით თქვენ შეძლებთ:

 

  • განტვირთოთ არსებული სერვერები და ააჩქაროთ კრიპტოგრაფიული პროცესები სპეციალიზირებულ კრიპტოპროცესორზე;
  • ცენტრალიზირებულად მართოთ კრიპტოგასაღების სასიცოცხლო ციკლი (გენერაცია, დისტრიბუცია, როტაცია, შენახვა, შეწყვეტა, არქივაცია) სპეციალურად შექმნილ მაღალი უსაფრთხოებით გამორჩეული მოწყობილობის მეშვეობით;
  • მოახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია და მიაღწიოთ სტანდარტებთან შესაბამისობას (PCI DSS, ციფრული ხელმოწერების, DNSSEC, გასაღების ფიზიკური საცავი), ტრანზაქციის აქსელერაციის, სერთიფიკატის, კოდისა და დოკუმენტის ხელმოწერის, გასაღებების მასიურად გენერაციის, მონაცემთა შიფრაციის და სხვა მეთოდების მეშვეობით;

 

UGT IT Security გთავაზობთ იდენტიფიკაციისა და წვდომის მართვის თანამედროვე გადაწყვეტილებებს წამყვანი მწარმოებლების ქსელის უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით. წვდომის ეფექტური მართვა ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზაციის შეუფერხებელ საქმიანობას, მომხმარებლების მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის გაჟონვისა და ქურდობისგან დაცვას, ორგანიზაციის შესაბამისობას არსებულ რეგულაციებთან და რეპუტაციული რისკების საგრძნობლად შემცირებას.

 

ჩვენი კომპანიის პარტნიორებს იდენტიფიკაციისა და წვდომის მართვის მიმართულებით წარმოადგენს: Oracle, RSA, Vasco, Thales და HPE Security (Atalla) და სხვა. პრივილეგირებული წვდომის მართვისა და მონტორინგის მიმართულებით კი ვთანამშრომლობთ ისეთ ვენდორებთან, როგორიც არის: BeyondTrust და CyberArk.